8 мая 2011 г.

გორში დრამატული თეატრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტზე




გორის დრამატული თეატრის დასახმარებლად,გორისმოსწავლე-ახალ გაზრდობისკულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში "ხელოვნებისაკადემიამ" საქველმოქმედო კონცერტი გამართა. .
კონცერტში, რომელშიც ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, მარიამ ბოლქვაძე, ასევე გიორგი ცაბაძის კონკურსის ლაურეატები - ნინო გოთოშია, თათია ტონია, რევაზ დიდებაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ვარდანია, გიორგი თორაძე და თორნიკე დათაშვილი მონაწილეობდნენ, გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლოცენტრის დარბაზში  ჩატარდა. 
    "ხელოვნების აკადემიამ" საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით "გადავარჩინოთგორის თეატრი" მას შემდეგ წამოიწყო, რაც აქცია "თეატრი თეატრისათვის" დასრულდა. გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდამჭერი აქცია ",თეატრი თეატრისთვის" 28 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოსთორმეტმა წამყვანმა თეატრმა მიიღო. აღნიშნული აქციიდან შემოსული თანხით გორისთეატრმა უახლესი განათების სისტემა შეიძინა და მცირე დარბაზში ტექნიკურიშესაძლებლობები განაახლა.