ჩემი თემები


              წერილი აფხაზ გოგონას
    
      გუმორძგუა!.. (გამარჯობა!..) მე ერთი ქართველი გოგონა ვარ და ჯერ კიდევ შემრჩენია იმედი, რომ აფხაზებს ქართული ენა არ დავიწყნიათ. იცი რას ნიშნავს “გუმორძგუა“? ეს მეგრული მისალმებაა. ალბათ გაგიკვირდება რატომ დავიწყე წერილის წერა მეგრული სალამით! ამას ახლავე აგიხსნი: სულ რაღაც 16 წლის წინათ დაიძაბა ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, რამაც დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა განაპირობა. ჩვენც და თქვენც ჯამში ქართველები გვეწოდებოდა. ქართველს ყოველთვის უყვარდებოდა აფხაზი და აფხაზს _ ქართველი! იყო მუდმივი, უპრობლემო მიმოსვლა ჩვენ შორის, მაგრამ ეს მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა ავისმოსურნეების მეშვეობით. ეს საზარელი სურათი მე მხოლოდ მაშინ აღვიქვი, როდესაც პირველად წავიკითხე „აფხაზი გოგონას დღიური“. ეს დღიური სკოლაში წავიკითხე და ცრემლები ძლივს შევიკავე. სახლში მოვედი და წარმოვიდგინე, თუ რამდენი ბავშვი დარჩა ობლად, რამდენი დაუღუპა, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ მოხუცი. ამის შემდეგ კი ნამდვილ;ად შეუძლებელი გახდა ცრემლების შეკავება. ალბათ გაგიკვირდება_„რატომ იტირა ასე, განა სხვა ომზე არ სმენია რამე?“, მაგრამ აქ ყველაზე მწარე ის იყო, რომ ძმა ძმას კლავდა და ერთმანეთს ოჯახებს ცეცხლში უბუგავდნენ. კარგი იქნება, თუ ერთ თხოვნას შემისრულებ_შენ თავად წაიკითხე „აფხაზი გოგონას დღიური“ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც აქამდე ცუდს ჩაგჩიჩინებდნენ ჩვენ ერზე, ყველაფერს უარყოფ და ისე შეგვიყვარებ, როგორც შენ ბებია-ბაბუას ვუყვარდით ჩვენ_ქართველები! ჩვენგან სიყვარულის აღდგენას არ ელოდო, რადგან ქართველებს აფხაზების სიყვარული არასოდეს გაგვნელებია. რაც შეეხება მეგრულ მისალმებას_გეტყვი, რომ აფხაზმა იცოდა მეგრული და მეგრელმა_აფხაზური. მათ შორის საუბარი მეგრულ-აფხაზურად იმართებოდა.
     თუ პოეზიის მოპყვარული ხარ (რომ არ იყო მაინც) გთხოვ წაიკითხო შოტა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“. შესაძლოა იქ ამის წაკითხვა ვერ მოაერხო, ამიტომ ამ ლექსს ამ წერილში მოვატავსებ, და იმედია ამ ყოველივეს დამიფასებ, დაგვიფასებ (სიყვარულით)...                                          

                                          აფხაზური კანტატა

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუგად და რაინდად,
 მკერდზე ორბად შეუფრინეს “ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა
და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური.
                                * * *
რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში, დაგვიგვია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ესვათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა
_ხვიჩას სიცოცხლე!_ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც წესი, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდერბურთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს...
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო...
                                * * *
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.



-----------------------------------------------------------------------------------------------------------

              საკუთარი თავის ძიებაში
      საკუთარი თავის ძიება ძალიან რთულია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ასე არ ვფიქრობდი, რადგან მეგონა, საკუთარი თავის ძიება მხოლოდ პროფესიის
შერჩევით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ვცდებოდი.
     ალბათ თითოოროლა თუ დაფიქრდება _ დღეს მე რა სიტუაციაში როგორ მოვიქეცი, და რაზე მიანიშნებს ჩემი ამგვარი საქციელი? _ ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა უდრის 1 საფეხურით მიახლოებას საკუთარი თავის აღმოჩენასთან. ასეთივეა კითხვა _ როგორი ხასიათი მაქვს? _ მოცემულ 2 კითხვაზე პასუხი ასეა, თუ
ისე _ გამიცია, ხოლო ამ კითხვების ყოველდღიურობაში დამკვიდრება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. აქედან გამომდინარე, კი შემდეგი დასკვნის გაკეთება
შეგვიძლია _ საკუთარი თავის ძიება ნებისმიერმა ჩვენმა მოქმედებამ და მოცემულ სიტუაციაზე ჩვენ რეაქციაზე დაკვირვებამ შეიძლება გაგვიადვილოს.
     იმისთვის, რომ ჩემი ნააზრევი უკეთ გაიგოთ, მაგალითს ჩემი ცხოვრების განვლილი მანძილიდან მოვიხმობ, რომელიც არ ისე ბევრ წელს ითვლის:
     1 წლიდან ვღიღინებ და 2,5-დან ვმღერი. ჩემი პირველი სიმღერა საბავშვო ხასიათს ატარებდა, რომელიც ადვილად მომეჩვენა და ჩემ ხასიათს იყო
მორგებული. როდესაც ეს სიმღერა ბაღის საახალწლო კარნავალზე შევასრულე, მაშინვე დავისახე მიზნად თანდათანობით უფრო დიდ არენაზე გამოვსულიყავი.
დედაჩემმა, სწორედ 4 წლის ვიყავი, როდესაც ჩემგან პირველად გაიგონა შემდეგი სიტყვები_"დედა, მეძლიერი, დიდი მომღერალი უნდა გავხდე". რათქმაუნდა,
 ეს ბავშვურ ახირებად ჩამითვალა.
     თანდათან, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება საშემსრულებლო არენა. 9 წლის ვიყავი, როდესაც საერთაშორისო ფესტივალზე "გრან-პრი" ავიღე. ამ
წარმატების შემდეგ უკვე დედისგან გავიგონე შემდეგი სიტყვები_"ნინო, შენ ძლიერი მომღერალი უნდა გახდე". მიღებულ ჯილდოზე მეტად დედის სიტყვებმა
გამახარა. მე ვხვდები, რომ დღითიდგე ვიზრდები შემოქმედებითად და 4 წლის ასაკში დასახული მიზანი დღემდე თან მდევს და ოცნების რეალობად ქცევის
მჯერა, ამიტომ, წინააღმდეგობების მიუხედავად წარმატებისკენ დიდი სისწრაფით მაქვს გეზი აღებული, რისი უტყვი მოწმე ჩემი უახლოესი დროის მიღწევა_მუზეუმ-სახელმწიფო იტალიაში წარმატებული გასწროლია.
     აი, თითქოს უმნიშვნელო და უბრალო კარნავალმა რამდედი წარმატება მომიტანა. შესაძლოა, ამ ნიჭის აღმოჩენის საშუალება სხვა დროსაც მქონოდა, მაგრამ აქ მთავარი სათქმელი ის არის, რომ ყოველ ჩვენს ნამოქმედარს ყურადგებით და ობიექტურად გაანალიზება სჭირდება და საკითარი თავის შეცნობის შანსითუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი, არ უნდა დავკარგოთ.
     გარკვეულ ასაკამდე მეგონა, რომ საკუტარი ტავი ვიპოვე, მაგრამ ყოველ ახალ სიტუაციაში ჩემი ნამოქმედარი მარწმუნებდა, რომ საკუტარი ტავი ჯერაც არ მიპოვნია და შემიცნია, ხოლო ამჯერად მჯერა, რომ საკუთარი თავის ძიება სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, და მეტიც, გაგიკვირდებათ და ზოგჯერ ის ორიოდე წუთი, რომელიც უფალმა აჩუქა ადამიანს ხორციელი ცხოვრებისთვის, არ არის საკმარისი საკუთარი თავის აგმოსაჩენად.
     ამ დრომდე საკუთარი თავი უამრავ მეცნიერებაში დავინაე და შევიცანი, მაგრამ ბევრად მეტი მაქვს შესაცნობი და დასანახი.